ირაკლი კობახიძე - 2016 წლიდან ოპოზიციის წარმომადგენლებმა ვერცერთხელ შეძლეს საკუთარი გეგმების აღსრულება, დამხობაზე საუბარი არის ცარიელი მუშტების ქნევა ბრძოლის შემდეგ
2016 წლიდან ოპოზიციის წარმომადგენლებმა ვერცერთხელ შეძლეს საკუთარი გეგმების აღსრულება, დამხობაზე საუბარი არის ცარიელი მუშტების ქნევა ბრძოლის შემდეგ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენლები უწყვეტად საუბრობენ მშვიდობიან, ხან არამშვიდობიან რევოლუციაზე, რაც მათი დავალებაა.
„2016 წლიდან ეს ადამიანები უწყვეტად საუბრობენ მშვიდობიან, ხან არამშვიდობიან რევოლუციაზე, დამხობაზე და ა.შ. მშვიდობიანი დამხობა ეს არის ერთგვარი ოქსიმორონი, ანუ თავის თავში წინააღმდეგობას შეიცავს. მათი გეგმები, დავალებები არის ასეთი, თუმცა ხედავთ, რომ 2016 წლიდან მოყოლებული მათ ვერცერთხელ ვერ შეძლეს საკუთარი გეგმების აღსრულება და ახლა კიდევ უფრო მეტად არიან დასუსტებული, აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი არის ცარიელი მუშტების ქნევა ბრძოლის შემდეგ, რაც მათ კიდევ ერთხელ დადებითად არ ახასიათებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.