ირაკლი კობახიძე - 2012 და 2021 წელს როცა ადარებ ერთმანეთს, არ გახსოვს, რა ხდებოდა 2012 წელს ან სხვა რამეშია საქმე
ირაკლი კობახიძე - 2012 და 2021 წელს როცა ადარებ ერთმანეთს, არ გახსოვს, რა ხდებოდა 2012 წელს ან სხვა რამეშია საქმე

2012 წელს რაც ხდებოდა, ის იყო წარმოუდგენელი რამ და როდესაც 2012 წელს 2021 წელს ადარებ ნიშნავს, რომ ან არ გახსოვს რა ხდებოდა 2012 წელს ან სხვა რამეშია საქმე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჯიმ რიშის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, 2012 და 2021 წლების შედარება არ შეიძლება.

„2012 წლის არჩევნები გახსოვთ? წლევანდელი არჩევნებიც ხომ ნახეთ. ამ ორ არჩევნებს ერთმანეთს ადარებთ? სირცხვილია. როდესაც ადამიანი ერთმანეთს ადარებს 2012 წლის და 2021 წლის არჩევნებს, იმას რა უნდა მოჰკითხო, მე არ ვიცი. ეს წარმოუდგენელი რამაა. იმ კაცმა არ იცის და თქვენ ხომ იცით, რაც ხდებოდა 2012 წელს საქართველოში. ის ქართველი არ არის და არ იცის აქ რა ხდებოდა. 2012 წელს რაც ხდებოდა, ის იყო წარმოუდგენელი რამ და როდესაც 2012 წელს 2021 წელს ადარებ, ნიშნავს, რომ ან არ გახსოვს. რა ხდებოდა 2012 წელს ან სხვა რამეშია საქმე“, – განაცხადა კობახიძემ.