ირაკლი კობახიძე - ადრე 200 „ნაცი“ იდგა აქციებზე და 150 სად გაქრა, ვერ გავიგე
ირაკლი კობახიძე - ადრე 200 „ნაცი“ იდგა აქციებზე და 150 სად გაქრა, ვერ გავიგე

200 „ნაცის“ სტვენა საქართველოში სიბნელეს ვერ დააბრუნებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში არანაირი კრიზისი არ არის, არამედ კრიზისი არის „ნაციონალურ მოძრაობაში“.

„ადრე 200 „ნაცი“ იდგა ამ აქციებზე და 150 სად გაქრა, ვერ გავიგე, ბუნებრივია, 200 „ნაცის“ სტვენა საქართველოში სიბნელეს ვერ დააბრუნებს, ეს არის მარტივი რეალობა. არავითარი კრიზისი არ არის, „ნაცმოძრაობას“ უნდა, რაღაცნაირად აცოცხლოს საკუთარი თავი და ამ სტვენით ცდილობენ ამის გაკეთებას. ხედავთ, არანაირი რესურსი არ აქვთ და ეს მიანიშნებს, რომ არანაირი კრიზისი არ არის, კრიზისი არის „ნაციონალურ მოძრაობაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, ოპოზიციის ნაწილი კი, საკანონმდებლო ორგანოსთან აქციას მართავს.

დატოვე კომენტარი