ირაკლი კობახიძე - 19 აპრილს ამ ბინძურ ხალხთან ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, ეს ადამიანები ჟურნალისტის გარდაცვალებაზე ცდილობენ ქულების ჩაწერას, არღვევენ პოლიტიკურ შეთანხმებას, გადადიან ყველანაირ წითელ ხაზს
ირაკლი კობახიძე - 19 აპრილს ამ ბინძურ ხალხთან ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, ეს ადამიანები ჟურნალისტის გარდაცვალებაზე ცდილობენ ქულების ჩაწერას, არღვევენ პოლიტიკურ შეთანხმებას, გადადიან ყველანაირ წითელ ხაზს

19 აპრილს ამ ბინძურ ხალხთან ხელი მოვაწერეთ პოლიტიკურ შეთანხმებას, ეს ადამიანები ჟურნალისტის გარდაცვალებაზე ცდილობენ ქულების ჩაწერას და არღვევენ ყველაფერს, პოლიტიკურ შეთანხმებას, მორალს, გადადიან ყველანაირ წითელ ხაზს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც ხმაური იყო და მედიაორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები სხდომათა დარბაზში შეიჭრნენ.

„ძალიან რაციონალურად რომ ვთქვათ, ჩვენ 19 აპრილს ამ ბინძურ ხალხთან ხელი მოვაწერეთ პოლიტიკურ შეთანხმებას, რომლის მიზანი იყო დეესკალაცია და დეპოლარიზაცია. ამის მიუხედავად, რომ ეს ადამიანები ჟურნალისტის გარდაცვალებაზე ცდილობენ ქულების ჩაწერას და აკეთებენ ამ ყველაფერს, ისინი ყველაფერს არღვევენ, პოლიტიკურ შეთანხმებას, მორალს, ყველანაირ წითელ ხაზს გადადიან. ეს არის ამორალური, რასაც გაეცემა პასუხი. თუ კანონი დაირღვევა სამართლებრივი, დანარჩენი არის პოლიტიკური პასუხი. ჯერ მარტო რეგლამენტის დარღვევით არის შემოსული უამრავი ადამიანი სხდომათა დარბაზში, ამას გაეცემა პასუხი. რაც შეეხბა დესტრუქციას, ამას კიდევ სხვა პასუხი გაეცემა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის სხდომათა დარბაზთან ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა. ამ დროისთვის დაპირისპირება გრძელდება უშუალოდ პლენარულ სხდომათა დარბაზში.

დაპირისპირება ამჟამად დეპუტატებს შორის მიმდინარეობს. ოპოზიციონერი დეპუტატები ითხოვენ, პარლამენტის შესასვლელთან მყოფი ჟურნალისტები დარბაზში შეუშვან და მათ ოპერატორ ლექსო ლაშქარვას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით კითხვების დასმის საშუალება მიეცეთ.