ირაკლი კობახიძე - 1000-მდე ადამიანი იყო ჩართული ძალადობრივ ქმედებებში, დაკავებულია მხოლოდ 30-მდე, სამი პროცენტი, ეს ნიშნავს, რომ სამართლებრივი სტანდარტი საქართველოში ძალიან მაღალია
ირაკლი კობახიძე - 1000-მდე ადამიანი იყო ჩართული ძალადობრივ ქმედებებში, დაკავებულია მხოლოდ 30-მდე, სამი პროცენტი, ეს ნიშნავს, რომ სამართლებრივი სტანდარტი საქართველოში ძალიან მაღალია

1000-მდე ადამიანი იყო, ჯამში, ჩართული ძალადობრივ ქმედებებში და ამ 1000-მდე ადამიანიდან დაკავებული იქნა მხოლოდ 30-მდე ადამიანი. ეს ნიშნავს იმას, რომ სამართლებრივი სტანდარტი არის ძალიან მაღალი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ყველა შემთხვევაში არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები, რომლითაც სამართალდამცავი უწყებები ხელმძღვანელობენ.

„ყველა შემთხვევაში არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები და, რა თქმა უნდა, ყველა სამართალდამცავი უწყება იხელმძღვანელებს კონკრეტული მტკიცებულებებით. ყველაფერი არის აბსოლუტურად დღესავით ნათელი, 1000-მდე ადამიანი ძალადობდა, თუმცა სამი პროცენტი არის დაკავებული – 30-მდე ადამიანი, ეს აჩვენებს იმას, რომ სამართლებრივი სტანდარტი საქართველოში არის ძალიან მაღალი“, – აღნიშნა პრემიერმა.