ირაკლი ხმალაძე - ტაქსების რეფორმასთან დაკავშირებით მესამე ეტაპი გვექნება
ირაკლი ხმალაძე - ტაქსების რეფორმასთან დაკავშირებით მესამე ეტაპი გვექნება

„ტაქსების რეფორმასთან დაკავშირებით მესამე ეტაპი გვექნება. სავარაუდოდ, შემოდგომიდან დაიწყება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე კონკრეტულ კომპანიებთან შეხვედრები მიმდინარეობს.

ამ თემასთან დაკავშირებით ტაქსოკომპანიებთან და ტაქსისტების საინიციატივო ჯგუფთან მქონდა შეხვედრები და კიდევ გავაგრძელებ. ჯერ კიდევ დამუშავების ეტაპზე ვართ და ამ ხალხთან ერთად ვმუშაობთ. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში, შეიძლება ერთი-ორი თვის განმავლობაში საჯარო განცხადებები გავაკეთოთ და მივაწოდოთ ინფორმაცია ყველას“, – განაცხადა ხმალაძემ.