ირაკლი ხმალაძე - დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტში აისახება ის პრიორიტეტები, რომლებსაც საზოგადოებამ მისცა ხმა 
ირაკლი ხმალაძე - დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტში აისახება ის პრიორიტეტები, რომლებსაც საზოგადოებამ მისცა ხმა 

2018 წლის დედაქალაქის ბიუჯეტში ოპოზიციის მიერ მოწოდებული პრიორიტეტები გათვალისწინებული არ არის, – ამის შესახებ ვიცე-მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ირაკლი ხმალაძის თქმით, ბიუჯეტში უნდა აისახოს ის პრიორიტეტები, რომლებსაც ხმა საზოგადოებამ მისცა.

“ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს წარედგინება ამ კვირის ბოლოს. ბიუჯეტი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.  ჯამში 2018 წლის ღონისძიებების ნაწილში 60 მილიონით. აქედან 46 მილიონი ემატება 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს, ხოლო 14 მილიონი წელსვე დაგვიმატა ფინანსთა სამინისტრომ, რომელიც დაუყონებლივ მიმართული იქნება მეტროს ვაგონების მოდერნიზაციაზე და ახალი შემადგენლობების შემოყვანაზე, ხოლო 46 მილიონი მიმართული იქნება, ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციაზე, ასევე მეტროს 10 სადგურის რეაბილიტაციაზე. საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოპოზიციის მიერ მოწოდებული პრიორიტეტები გათვალისწინებული არ არის. მიზეზი არის ის , რომ ჩვენ საზოგადოებამ აგვირჩია იმ პროგრამით და იმ ღონისძიებებით, რომელიც წინასაარჩევნოდ დავპირდით. შესაბამისად, ჩვენ ბიუჯეტში უნდა ავსახოთ ის პროექტები, რომელსაც ხმა მისცა საზოგადოებამ”, – განაცხადა ირაკლი ხმალაძე.

დატოვე კომენტარი