ირაკლი ღარიბვილი - ოცივე მუნიციპალიტეტში უნდა გავიმარჯვოთ დიდი სხვაობით, ეს არის ჩვენი მთავარი მოტივაცია
ირაკლი ღარიბვილი - ოცივე მუნიციპალიტეტში უნდა გავიმარჯვოთ დიდი სხვაობით, ეს არის ჩვენი მთავარი მოტივაცია

ოცივე მუნიციპალიტეტში უნდა გავიმარჯვოთ დიდი სხვაობით, ეს არის ჩვენი მთავარი მოტივაცია. იმისთვის, რომ ქვეყანამ დაისვენოს, დამშვიდდეს და რეალურად ქვეყანა გადავიდეს განვითარებაზე, პროგრესზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სამეგრელოში განაცხადა.

მისი თქმით, თორნიკე ჯანაშია მარტვილის ღირსეული მერი იქნემა.

„ბატონი თორნიკე ჯანაშია, უწესიერესი კაცი, ძალიან კარგი კვალიფიკაციით, განათლებით, გამოცდილებით და ვინ უპირისპირდება დღეს თორნიკე ჯანაშიას, სააკაშვილის, ამ მთავარი დამნაშავის დაცვის უფროსი, თემურ ჯანაშია. საერთოდ გაუგებარია, რა უნდა საერთოდ ამ კაცს, რატომ მოდის მარტვილში, რა განზრახვით, რა მოტივაციით, რა გაუკეთებია საერთოდ მარტვილისთვის, იცნობს თუ არა მარტვილს და ამ დროს, მეორე მხარეს, მარტვილს ეყოლება თავისი ღირსეული წარმომადგენელი წარმომადგენელი, ღირსეული მერი თორნიკე ჯანაშია, რომელიც მოემსახურება ამ ჩვენს ულამაზეს მხარეს, მარტვილს და მარტვილელებს. ამიტომ, ჩვენ ვართ ღრმად დარწმუნებული, რომ გაიმარჯვებს თორნიკე ჯანაშია. ოცივე მუნიციპალიტეტში უნდა გავიმარჯვოთ დიდი სხვაობით, ეს არის ჩვენი მთავარი მოტივაცია. იმისთვის, რომ ქვეყანამ დაისვენოს, დამშვიდდეს და რეალურად ქვეყანა გადავიდეს განვითარებაზე, პროგრესზე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.