ირაკლი ღარიბაშვილსა და შარლ მიშელს შორის არაფორმალური შეხვედრა გაიმართა
ირაკლი ღარიბაშვილსა და შარლ მიშელს შორის არაფორმალური შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შორის არაფორმალური შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი „ფეისბუქზე“ ავრცელებს.

როგორც გიორგობიანი წერს, ირაკლი ღარიბაშვილი და შარლ მიშელი ყირიმის პლატფორმის სამიტის ფარგლებში კიევში შეხვდნენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ყირიმის პლატფორმის სამიტში მიიღო მონაწილეობა. ღარიბაშვილი სამიტზე სიტყვით გამოვიდა. სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმაც.

სამიტს 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერები ესწრებოდნენ.

დატოვე კომენტარი