ირაკლი ღარიბაშვილს Emaar Properties-ის დამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა, მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა უმასპინძლა
ირაკლი ღარიბაშვილს Emaar Properties-ის დამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა, მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს Emaar Properties-ის დამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა, მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა უმასპინძლა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, დუბაიში, მოჰამედ ალი რაშედ ალაბარის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე იმ პროექტებზე იმსჯელეს, რომელთა განხორციელებაზეც Emaar Properties-ი აქტიურად მუშაობს.

მუჰამედ ალი რაშედ ალაბარი მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობის – „ბურჯ-ხალიფას“ მფლობელია. Emaar Properties-ი მრავალეროვნული უძრავი ქონების განვითარების კომპანიაა, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარეობს. კომპანია 30 მილიარდზე მეტ აქტივებს ფლობს მსოფლიო მასშტაბით. Emaar Properties-ი აზიის, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის არაერთ ქვეყანაში ოპერირებს.