ირაკლი ღარიბაშვილმა ოლივერ ვარჰეის მადლობა გადაუხადა - ჩვენი მთავრობის, ხალხის სახელით მინდა, გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ დახმარების პაკეტის ჩამოტანისთვის
ირაკლი ღარიბაშვილმა ოლივერ ვარჰეის მადლობა გადაუხადა - ჩვენი მთავრობის, ხალხის სახელით მინდა, გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ დახმარების პაკეტის ჩამოტანისთვის

ჩემი სახელით, ჩვენი მთავრობის სახელით, ჩვენი ხალხის სახელით მინდა, გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ დახმარების პაკეტის ჩამოტანისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, 3.9 მლრდ ევროს დახმარების პაკეტი, რომელიც შედგება 1 მილიარდ 175 მილიონი ევრო გრანტის და დანარჩენი სესხისგან, ეს არის კონკრეტული ხელშესახები, რაც ევროკავშირისგან შეიძლება მიიღოს ქვეყანამ და ხალხმა.

„მადლობას მოგახსენებთ. მინდა, დაგიდასტუროთ სრული მზაობა ჩემი და ჩემი მთავრობის, რომ აქტიურად, ორშაბათიდან დავიწყებთ მუშაობას იმ პროექტებზე, რომლებიც თქვენ ჩამოთვალეთ. პროექტები, როგორიც არის დაკავშირების, სატრანსპორტო, ენერგეტიკული, მცირე და საშუალო ბიზნესის, სოფლის მეურნეობის განვითარების და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის აღორძინების მიმართულებით, რაც საბოლოო ჯამში, მოიტანს მეტ კეთილდღეობას ჩვენი მოსახლეობისთვის, მეტ განვითარებას და ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას. ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.