ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართა - სააკაშვილის ლიდერობით, თქვენ ყველანი ხართ მოღალატეები, ყველაფერი გააკეთეთ და მიიღეთ ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი რეზოლუცია
ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართა - სააკაშვილის ლიდერობით, თქვენ ყველანი ხართ მოღალატეები, ყველაფერი გააკეთეთ და მიიღეთ ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი რეზოლუცია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ევროკავშირში მავნებლურად მოქმედებდნენ.

ღარიბაშვილის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეძლო მათი მხარდამჭერის, „ევროპის სახალხო პარტიის“ 300 დეპუტატის მობილიზება და მიიღეს ანტიქართული რეზოლუცია.

„ყველაფერი გააკეთეს მათი ლობისტების მეშვეობით და მათი მთავარი  მხარდამჭერის, „ევროპის სახალხო პარტიის“ 300 დეპუტატის მობილიზება შეძლეს, მიიღეს ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი რეზოლუცია. აი, ეს გააკეთეთ თქვენ. ეს არის მავნებლობა და მტრობა საქართველოსი. თქვენ წარმოადგენთ მოღალატეების პარტიას, ხაბეიშვილო, შენ და სააკაშვილის ლიდერობით, ყველანი თქვენ ხართ მოღალატეები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის სხდომაზე.

საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრის ანგარიშის წარდგენა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ირაკლი ღარიბაშვილს სიტყვით გამოსვლა რამდენჯერმე შეაწყვეტინეს.