ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ლიდერების დისკუსიაში - „მოლაპარაკებები ახალი ენერგორეალობის თაობაზე“
ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ლიდერების დისკუსიაში - „მოლაპარაკებები ახალი ენერგორეალობის თაობაზე“

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ მსოფლიო ეკონომიკური ლიდერების დისკუსიაში – „მოლაპარაკებები ახალი ენერგორეალობის თაობაზე“. აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დისკუსია მრგვალი მაგიდის ფორმატით გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, დისკუსიის მონაწილე ლიდერებმა მსოფლიოში ენერგოკრიზისის გამომწვევ მიზეზებსა და არსებული გამოწვევის დაძლევის გზებზე იმსჯელეს.