ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის დედაქალაქ დოჰაში ვიზიტი დაიწყო

16:39, 20.06.2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის სახელმწიფოს დედაქალაქ დოჰაში ვიზიტი დაიწყო.

კატარის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით,  ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი კატარის მაღალი დონის ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება, რომელიც კატარის ემირის პატრონაჟით და Bloomberg-ის ორგანიზებით იმართება.

მათივე ცნობით, პრემიერ-მინისტრი შესაბამის პანელურ დისკუსიაში სიტყვით გამოვა, ასევე დაგეგმილია ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრები.

მსგავსი