ირაკლი ღარიბაშვილმა, კახა კალაძემ, ირაკლი კობახიძემ და არჩილ თალაკვაძემ პატრიარქს აღდგომის დღესასწაული მიულოცეს
ირაკლი ღარიბაშვილმა, კახა კალაძემ, ირაკლი კობახიძემ და არჩილ თალაკვაძემ პატრიარქს აღდგომის დღესასწაული მიულოცეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს.

ისინი ილია მეორეს საპატრიარქოს რეზიდენციაში ესტუმრნენ.

დღეს მართლმადიდებლური სამყაროს მაცხოვრის აღდგომას ზეიმობს.