ირაკლი ღარიბაშვილმა ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა
ირაკლი ღარიბაშვილმა ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა

მინდა, ჩვენს თანამოქალაქეებს, ეთნიკურ აზერბაიჯანელებს, ყველა მუსლიმს, გულითადად მივულოცო დღევანდელი დღე, ნოვრუზ ბაირამი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულში განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა ეთნიკურ აზერბაიჯანელებს და მუსლიმებს მადლობა გადაუხადა ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში შეტანილი წვლილისთვის.

„ეს არის ახალი სიცოცხლის, განახლების დღე და მინდა, ყველას მივულოცო ეს დღესასწაული. მინდა, მათ ოჯახებს ვუსურვო ჯანმრთელობა, ბაქარა, მშვიდობა და კეთილდღეობა. ჩვენთვის მუსლიმი თემი ჩვენი საზოგადოების განუყოფელი ნაწილია. ჩვენ ყოველთვის ერთად ვქმნიდით და ვქმნით ჩვენი ქვეყნის საერთო ისტორიას. ამიტომ, ჩვენი მთავრობის სახელით მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ეთნიკურ აზერბაიჯანელს და თითოეულ მუსლიმს მათ მიერ, ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში შეტანილი წვლილისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.