ირაკლი ღარიბაშვილმა ჩეხეთში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩთან საქართველოსა და ჩეხეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები განიხილა
ირაკლი ღარიბაშვილმა ჩეხეთში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩთან საქართველოსა და ჩეხეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თეა მაისურაძეს შეხვდა.

პრემიერმა დიპლომატს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

აღინიშნა, რომ საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობები დინამიურად ვითარდება როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. ხაზი გაესვა თანამშრომლობას ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტურიზმისა და განათლების სფეროებში და სამომავლოდ ამ ურთიერთობების წარმატებით განვითარების იმედი გამოითქვა.

თეა მაისურაძე 2009 წლიდან მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე. იყო ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. ფლობს ინგლისურ, რუსულ და გერმანულ ენებს.