ირაკლი ღარიბაშვილის წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

13:37, 25.08.2026

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11:00 საათზე გაიმართება.

ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება.

იქიდან გამომდონარე, რომ ირაკლი ღარიბაშვილი სხვა საქმესთან დაკავშირებით უკვე პატიმრობაშია, დღევანდელ პროცესზე მხოლოდ წინასასამართლო სხდომის თარიღი განისაზღვრა.

24 აგვისტოს პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ახალი ბრალი წარუდგინა.

მსგავსი