ირაკლი ღარიბაშვილი – ყველას საერთო რჩევაა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გამონახონ საერთო ენა და ყველამ ერთად, პოლიტიკური ცხოვრება გავაგრძელოთ საქართველოს პარლამენტში
ყველას საერთო, კონსოლიდირებული რჩევა არის შემდეგი, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გამონახონ სართო ენა და ჩვენ, ყველამ ერთად, პოლიტიკური ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ საქართველოს პარლამენტში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, განსხვავებული პოზიცია არავის დაუფიქსირებია.
„დღეს მე მქონდა ევროპარლამენტში შეხვედრები. ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები ჩვენს მეგობრებთან იმ ხალხთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოს უკეთესი მომავლით. ყველას საერთო, კონსოლიდირებული, საერთო რჩევა არის შემდეგი, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გამონახონ სართო ენა, და ჩვენ, ყველამ ერთად, პოლიტიკური ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ საქართველოს პარლამენტში. ეს არის ყველას პოზიცია. არავის დაუფიქსირებია განსხვავებული პოზიცია. მე მქონდა ნაყოფიერი საუბარი ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, სულ ახლახან მქონდა საინტერესო საუბარი საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ბატონ მაკალისტრთან და ჩვენს სხვა მეგობრებთან, რომლებიც რეალურად დაინტერესებულნი არიან ჩვენი ქვეყნის მომავლით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.