ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა უნდა შეეგუოს ჭეშმარიტებას, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი არ და აღარ ეკუთვნით არც უცხო ქვეყნის აგენტებს, არც უცხო ქვეყნის მსახურებს, მომავალი ეკუთვნით პატრიოტებს
ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა უნდა შეეგუოს ჭეშმარიტებას, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი არ და აღარ ეკუთვნით არც უცხო ქვეყნის აგენტებს, არც უცხო ქვეყნის მსახურებს, მომავალი ეკუთვნით პატრიოტებს

ყველა უნდა შეეგუოს მარტივ მოცემულობას და ჭეშმარიტებას, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი არ და აღარ ეკუთვნით არც უცხო ქვეყნის აგენტებს, არც უცხო ქვეყნის მსახურებს, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის მომავალი ეკუთვნით პატრიოტებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბერლინში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მთავარი მიზანი არის ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება და სწრაფი განვითარების, კეთილდღეობის მოტანა.

„რაც შეეხება აჟიოტაჟს, რომელიც არის შექმნილი, ჩვენ მარტივად ვხვდებით, რომ, საწუხაროდ, დღეს ქართული ოპოზიცია არის აბსოლუტურად დეგრადირებული, მათი ყოველგვარი სანდოობა არის დაკარგული, ხალხი ამას ხედავს. შემთხვევითი არ არის, რომ მათ მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, მათი პარტიების რეიტინგი შეადგენს, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი 7%-დან 10%-მდეა, სხვა დანარჩენი პარტიების 2%-ს ქვევით. მესმის მათი, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა და ჩვენი პოლიტიკის მიმართ მოსახლეობის მხარდაჭერა არის კიდევ უფრო გაზრდილი, 50-60% არის ასული სანდობაა.

ჩვენი მთავარი მიზანი არის ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება და სწრაფი განვითარების, კეთილდღეობის მოტანა. შემთხვევითი არ არის, რომ ბოლო ორი წელი, სწორი პოლიტიკის შედეგად, ჩვენ მოვიტანეთ სწრაფი განვითარება. მეტი პროექტი დავიწყეთ და თითქმის 10 მილიარდი დოლარით გაიზარდა ქვეყნის ეკონომიკა, ეს უნდა იყოს ჩენთვის მთვარი.

ყველა უნდა შეეგუოს მარტივ მოცემულობას და ჭეშმარიტებას – ჩვენი ქვეყნის მომავალი არ ეკუთვნის და აღარ ეკუთვნის არც უცხო ქვეყნის აგენტებს, არც უცხო ქვეყნის მსახურებს, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის მომავალი ეკუთვნის პატრიოტებს. მე ერთი რამ მინდა, შევახსენო ყველას, მათ შორის დესტრუქციულ რადიკალურ ოპოზიციას, სრული ლუსტრირება მოხდა იმისა, თუ ვის ემსახურებიან ეს ადამიანები, ეს ტრაგედიაა, რომ ასეთი ადამიანები ჯერ კიდევ არიან პოლიტიკაში. ვფიქრობ, ჩვენი ხალხი ყველაფერს კარგად ხდავს, ხალხი ბრძენია. ამ ადამიანებმა, როცა იყვნენ ხელისუფლებაში, ერთხელ უკვე დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა, ჩააბარეს ოკუპანტს ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი, შემოიყვანეს რუსული ჯარი და ააშენებინეს სამხედრო ბაზები. გახსოვთ, ომის შემდეგ როგორ სამარცხვინოდ გადასცეს მთელ რუსულ სახელმწიფო კომპანიებს ჩვენი სტრატეგიული აქტივები. ეს არის მარტივი რეალობა, რაზეც მინდა, ვუთხრა, რომ ყოველგვარი მათი აჟიოტაჟი არის სპეკულაცია, სულ ტყუილად ირჯებიან.

იმ დონეზე დაეშვა ეს ორგანიზაცია, რომ მათი ტელევიზიები პირდაპირ მოუწოდებდნენ საზოგადოებას იარაღის ხელში აღებისკენ, ჩანს, რამდენად სასოწარკვეთილ მდგომარეობაში არიან. ერთი რა მინდა, ვუთხრა ყველას, ჩვენი ხელისუფლება, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში, ყველა ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას უზრუნველვყოფთ, მაგრამ არავის ვაპატიებთ არცერთ უკანონო ქმედებას. ყველა დამშვიდდეს, მშვიდად უნდა ვმართოთ ეს პროცესი. რთული რეალობაა მთელ მსოფლიოში. უკრაინის ომი არ სრულდება, 20 პროცენტი უკვე არის ოკუპირებული რუსეთის მეირ და 100 ათასობით ადამიანი არის უკვე დაღუპული, 1 ტრილიონი დოლარის ზარალი მიადგა უკრაინას.

ამ ფონზე, ეს დესტრუქციული ხალხი რომ ყოფილიყო დღეს ხელისუფლებაში, ჩვენ არავის ეჭვი არ გვეპარება, რომ ქვეყანაში იქნებოდა მეორე ფრონტიც და ქვეყანას გადააქცევდნენ პოლიგონად, ამის საშუალებას ჩვენ არავის მივცემთ, ქვეყანაში იქნება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.