ირაკლი ღარიბაშვილი - წითელი ხიდი-სარფის თანამედროვე სტანდარტების მაგისტრალის მშენებლობის დასრულებით მგზავრობის დრო ოთხი საათით შემცირდება
ირაკლი ღარიბაშვილი - წითელი ხიდი-სარფის თანამედროვე სტანდარტების მაგისტრალის მშენებლობის დასრულებით მგზავრობის დრო ოთხი საათით შემცირდება

სწორად მიმართული ინვესტიციებით გავაუმჯობესებთ სახელმწიფო და საერთაშორისო გზების მდგომარეობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, მომდევნო წლების განმავლობაში, ჯამში, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება 31 მილიარდი ლარი.

„2012-დან დღემდე ჩვენ ავაშენეთ 151 კილომეტრი მაგისტრალური გზა. ასევე, მანამდე, შედარებისთვის, მინდა, ჩვენს ოპონენტებს შევახსენო, რომ მათ დროს, 2007-2012 წლებში აშენდა მხოლოდ 68 კილომეტრი გზა. მომდევნო წლების განმავლობაში, ჯამში, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება 31 მილიარდი ლარი. „განახლებული რეგიონების“ პროექტის ფარგლებში 63 მუნიციპალიტეტი აითვისებს წელსვე 500 მილიონ ლარს. ეს ურბანული განახლების პროგრამა გაგრძელდება მომავალ წელს და შემდეგ, მომდევნო წლებში. 430 კმ-იანი მაგისტრალი 2030 წლისთვის, რა თქმა უნდა, იქნება დასრულებული. წითელი ხიდი-სარფის უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტების მაგისტრალის მშენებლობის დასრულებით მგზავრობის დრო განახევრდება და ნაცვლად რვა საათისა, იქნება ოთხი საათი“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.