ირაკლი ღარიბაშვილი – ვულოცავ რეჯეფ თაიფ ერდოღანს, საქართველოს დიდ მეგობარს თურქეთის ლიდერად ხელახლა არჩევას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანს არჩევნების შედეგებს ულოცავს.
„ვულოცავ თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს, საქართველოს დიდ მეგობარს თურქეთის ლიდერად ხელახლა არჩევას. თურქმა ხალხმა მათი სათქმელი თქვა და ჩვენ ვუერთდებით მათ დღესასწაულს. ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და თურქეთს შორის“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს.
Congratulations to 🇹🇷President @RTErdogan, a great friend of 🇬🇪, on his convincing re-election as the leader of Türkiye! Turkish people have spoken & we join in their celebration. We are eager to further enhance the bonds of friendship & strategic partnership between 🇬🇪&🇹🇷.
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) May 28, 2023