ირაკლი ღარიბაშვილი - ვიტოვებ იმედს, რომ ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილი, არ ვგულისხმობ სააკაშვილს, მის რადიკალურ ზრახვებს და იდეებს, მიიღებს გაბედულ ნაბიჯს და შეუერთდება პარლამენტს
ირაკლი ღარიბაშვილი - ვიტოვებ იმედს, რომ ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილი, არ ვგულისხმობ სააკაშვილს, მის რადიკალურ ზრახვებს და იდეებს, მიიღებს გაბედულ ნაბიჯს და შეუერთდება პარლამენტს

ვიტოვებ იმედს, რომ ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილი, არ ვგულისხმობ სააკაშვილს, მის რადიკალურ ზრახვებს და იდეებს, მიიღებს გაბედულ ნაბიჯს და შეუერთდება პარლამენტს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით,  საერთაშორისო პარტნიორების პოზიციები ცხადყფოფს, რომ ოპოზიციის მიერ კრიზისი ხელოვნურად არის შექმნილი, რადგან არჩევნებთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს.

„დღეს მქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები ჩვენს მეგობრებთან ევროკავშირში. იმ ხალხთან, რომლებიც არიან დაინტერსებულნი საქართველოს უკეთესი მომავლით. რომ შევაჯამო მათი საერთო რჩევა არის შემდეგი, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გამონახონ საერთო ენა და პოლიტიკური ცხოვრება ჩვენ, ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ საქართველოს პარლამენტში. ეს არის ყველას პოზიცია. მე ყველაში ვგულისხმობ ყველას აბსოლუტურად, არავის არ დაუფიქსირებია განსხვავებული პოზიცია. მქონდა ნაყოფიერი საუბარი ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, სულ ახლახანს მქონდა ძალიან საინტერესო საუაბრი საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ბატონ მაკალისტერთან და ჩვენს სხვა მეგობრებთან, რომლებიც რეალურად არიან დაინტერესებული ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლით. ჩვენ, რა თქმა უნდა დიალოგს ვაგრძელებთ, მაგრამ ყველა იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც აქ მოვისმინეთ.

ის განცხადებები, რომელიც არის ბატონი ბორელის, ვარჰეის, ეს არის ევროკომისიის ოფიციალური პოზიცია და ეს პოზიცია გაახმოვანეს მათ. აქედან გამომდინარე, კითხვები, რომელიც უკავშირდება არჩევნების ლეგიტიმურობას, ვნახეთ ოდირის ბოლო ანგარიში, მოვისმინეთ ევროკავშირის პოზიცია, დღესაც იგივე დადასტურდა. რეალურად, ეს გამორიცხავს ყოველგვარ შეკითხვას, რომელიც ამ ხელოვნურად შექმნილი კრიზისიდან მომდინარეობს. აქედან გამომდინარე, ვიტოვებ იმედს, რომ ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილი, არ ვგულისხმობ სააკაშვილს, მის რადიკალურ ზრახვებს და იდეებს, მჯერა კონსტრუქციული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიციონერების, რომლებიც გადაწყვეტენ, მიიღებენ გაბედულ ნაბიჯს და შეუერთდებიან პარლამენტს, იმისთვის, რომ ჩვენი ხვალინდელი დღე მოსახლეობისთვის იყოს უკეთესი“, – განაცხადა ღარიბაშილმა.