ირაკლი ღარიბაშვილი - ვგმობ ყოველგვარ ძალადობას ნებისმიერი მოქალაქის, მით უფრო, მედიის წარმომადგენლების მიმართ, დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს
ირაკლი ღარიბაშვილი - ვგმობ ყოველგვარ ძალადობას ნებისმიერი მოქალაქის, მით უფრო, მედიის წარმომადგენლების მიმართ, დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება.

ღარიბაშვილის თქმით, ნებისმიერი მოქალაქის მიმართ ყოველგვარ ძალადობას გმობს.

„ერთმნიშვნელოვნად ვგმობ ყოველგვარ ძალადობას ნებისმიერი მოქალაქის, მით უფრო, მედიის წარმომადგენლების მიმართ. მადლობას ვუხდი შსს-ს თავდამსხმელების ოპერატიულად დაკავებისთვის. გარწმუნებთ, სახელმწიფოს მხრიდან პასუხი იქნება ადეკვატური და დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

დატოვე კომენტარი