ირაკლი ღარიბაშვილი - ვაფასებთ საქართველოს საჭიროებებზე მსოფლიო ბანკის სწრაფ რეაგირებას და პანდემიის პერიოდში აქტიურ ჩართულობას
ირაკლი ღარიბაშვილი - ვაფასებთ საქართველოს საჭიროებებზე მსოფლიო ბანკის სწრაფ რეაგირებას და პანდემიის პერიოდში აქტიურ ჩართულობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ანა ბიერდესთან გამართულ შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ანა ბიერდესთან. ჩვენ ვაფასებთ მსოფლიო ბანკის სწრაფ რეაგირებას საქართველოს საჭიროებებზე და აქტიურ ჩართულობას პანდემიის პერიოდში. განვიხილეთ ჩვენი ეფექტიანი თანამშრომლობა და მიმდინარე და სამომავლო პროექტები, ასევე საქართველოში რეფორმების პროცესი და ჩვენი მიზნები პანდემიის შემდგომ პერიოდში“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

დატოვე კომენტარი