ირაკლი ღარიბაშვილი – ვაფასებთ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის მხარდაჭერას და პოლიტიკურ დიალოგში მისი პირადი წარმომადგენლის უშუალო მონაწილეობას

14:49, 12.03.2021

ვაფასებთ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის მხარდაჭერას და პოლიტიკურ დიალოგში მისი პირადი წარმომადგენლის უშუალო მონაწილეობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელ „თვითერში“, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ დაწერა.

„ჩვენ ვაფასებთ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის მხარდაჭერას და პოლიტიკურ დიალოგში მისი პირადი წარმომადგენლის უშუალო მონაწილეობას. ეს ხაზს უსვამს საქართველოს მნიშვნელობას ევროკავშირისთვის. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, სრულად ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

მსგავსი