ირაკლი ღარიბაშვილი - ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში ჩვენს ქვეყანას უწევს გონივრულად მანევრირება, მტკიცედ ვიცავთ ეროვნულ ინტერესებს, კოორდინაციაში ვართ საერთაშორისო თანამეგობრობასთან
ირაკლი ღარიბაშვილი - ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში ჩვენს ქვეყანას უწევს გონივრულად მანევრირება, მტკიცედ ვიცავთ ეროვნულ ინტერესებს, კოორდინაციაში ვართ საერთაშორისო თანამეგობრობასთან

ჩვენს ქვეყანას უწევს საკმაოდ გონივრულად მანევრირება ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელიც სავსეა ტურბულენტობით, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთში მესამე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყების წინ ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო სპეციფიკურ მდგომარეობაში იმყოფება.

„ჩვენ მართლაც სპეციფიკურ მდგომარეობაში ვიმყოფებით. ჩვენმა კოლეგებმა ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი არის ოკუპირებული. ამ მხრივ ჩვენ განვსხვავდებით სხვა ქვეყნების მდგომარეობისგან. ჩვენ არ გვაქვს არც ნატო-ს ქოლგა, არავითარი უსაფრთხოების გარანტიები ქვეყანას არ გააჩნია. ჩვენ არ ვართ არც ევროკავშირის წევრი ქვეყანა, შესაბამისად, ჩვენს ქვეყანას უწევს საკმაოდ გონივრულად მანევრირება ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელიც სავსეა ტურბულენტობით. მაგრამ ვფიქრობთ, ჩვენ მოვახერხეთ, მას შემდეგ, რაც ეს კონფლიქტი, ომი დაიწყო უკრაინაში, საკმაოდ გონივრულად მანევრირება. რაც მთავარია, ერთი მხრივ, ჩვენ ვიცავთ მტკიცედ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, უსაფრთხოებას და, მეორე მხრივ, ვართ კოორდინაციაში ჩვენს საერთაშორისო თანამეგობრობასთან, მხარს ვუჭერთ უკრაინას და უკრაინელ ხალხს. ვფიქრობ, რომ ჩვენი მთავარი საზრუნავი ახლა უნდა იყოს შემდგომი ნაბიჯის მიღება, რაც არის კანდიდატის სტატუსის მინიჭება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.