ირაკლი ღარიბაშვილი - უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ჩვენს პარტნიორებთან, ევროპელ და ამერიკელ მეგობრებთან, ყველასთან, ვისაც რაიმე კითხვა აქვს გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით
ირაკლი ღარიბაშვილი - უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ჩვენს პარტნიორებთან, ევროპელ და ამერიკელ მეგობრებთან, ყველასთან, ვისაც რაიმე კითხვა აქვს გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით

ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ჩვენს პარტნიორებთან, ევროპელ და ამერიკელ მეგობრებთან, ყველასთან, ვისაც რაიმე კითხვა აქვს გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ამბროლაურში განუცხადა.

„გუშინ ჩვენ მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრის განცხადებაც, საგარეო საქმეთა მინისტრისაც და ყველასი. ასე რომ, მგონია, კითხვები აქ არ გვაქვს. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ჩვენს პარტნიორებთან, ევროპელ და ამერიკელ მეგობრებთან, ყველასთან, ვისაც რაიმე კითხვა აქვს“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილს კითხვა დაუსვეს გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებაზე, რაზეც ღარიბაშვილმა აღნიშნა:

„როგორ უნდა შევაფასო?! ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრი, მათ შორის, კანცლერს. მე ყველა ადამიანის აზრს პატივს ვცემ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.