ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის ელჩს შეხვდა

14:31, 08.10.2019

საქართველოსა და უკრაინას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და ურთიერთობის სამომავლო გეგმები ის თემები იყო, რაზეც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და უკრაინის ელჩმა საქართველოში, იგორ დოლგოვმა თავდაცვის სამინისტროში იმსჯელეს.

გაცნობით შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატის შექმნაზეც ისაუბრეს და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სტრატეგიული მიმართულებები მიმოიხილეს.

ყურადღება ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით გამოცდილების გაზიარებასა და ამ მიმართულებით პრაქტიკული მექანიზმების განვითარებაზე გამახვილდა.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას უკრაინის თავდაცვის ატაშე, გენერალი იგორ ოსტაპენკო დაესწრო.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი