ირაკლი ღარიბაშვილი - უკრაინასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მოახლოებული ერთობლივი სამთავრობათაშორისი კომისია კიდევ უფრო გააძლიერებს თანამშრომლობას ლოგისტიკის, ტრანზიტისა და ვაჭრობის სფეროებში

უკრაინასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მოახლოებული ერთობლივი სამთავრობათაშორისი კომისია კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს თანამშრომლობას ლოგისტიკის, ტრანზიტისა და ვაჭრობის სფეროებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„ჩემს კოლეგას, დენის შმიგალს შევხვდი და მრავალი საკითხი განვიხილე. მათ შორის იყო თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. ასევე ვისაუბრეთ ეკონომიკური თანამშრომლობის მოახლოვებულ ერთობლივ სამთავრობათაშორის კომისიაზე, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს თანამშრომლობას ლოგისტიკის, ტრანზიტისა და ვაჭრობის სფეროებში”, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.