ირაკლი ღარიბაშვილი თორნიკე რიჟვაძის გადადგომასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას აბსურდს, გაუგებარსა და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულს უწოდებს

15:39, 25.03.2021

გაუგებარი და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია ოპოზიციის მხრიდან დღევანდელი აჟიოტაჟი. რა თქმა უნდა, ამაზე არ შეიძლება სერიოზული კომენტარი გავაკეთო. ეს აბსურდია, – ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით ღარიბაშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ ტოვებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თანამდებობას.

მისივე თქმით, თორნიკე რიჟვაძე არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მმართველი და ეფექტური მენეჯერი.

„თორნიკე რიჟვაძე არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მმართველი, ეფექტური მენეჯერი, ჩვენი გუნდის წევრი. გაუგებარი და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია ოპოზიციის მხრიდან დღევანდელი აჟიოტაჟი. რა თქმა უნდა, ამაზე არ შეიძლება სერიოზული კომენტარი გავაკეთო, ეს აბსურდია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი