ირაკლი ღარიბაშვილი - სპორტისთვის დამატებით გამოყოფილი 20 მილიონი ლარი ფედერაციებს, დამსახურებული სპორტსმენების, მწვრთნელების, საექიმო პერსონალის სტიპენდიების ზრდას მოხმარდება
ირაკლი ღარიბაშვილი - სპორტისთვის დამატებით გამოყოფილი 20 მილიონი ლარი ფედერაციებს, დამსახურებული სპორტსმენების, მწვრთნელების, საექიმო პერსონალის სტიპენდიების ზრდას მოხმარდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე სპორტის მიმართულებით გამოყოფილ დაფინანსებაზე ისაუბრა.

„სპორტის მიმართულებით დამატებით გამოვყოფთ 20 მილიონ ლარს, აქედან 15 მილიონი ლარი მოხმარდება სპორტულ ფედერაციებს და ხუთი მილიონი ლარი მიემართება დამსახურებული სპორტსმენების, მწვრთნელების და საექიმო პერსონალის ყოველთვიური სტიპენდიების ზრდისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.