ირაკლი ღარიბაშვილი – შოვში, ჩოხატაურსა და ლანჩხუთში სტიქიური უბედურების გამო, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 10 მილიონი ლარი, ჯამში 30 მილიონი დაიხარჯება, რომ არცერთი დაზარალებული არ დარჩეს სახლის გარეშე

17:13, 18.12.2023

წელს დიდი ტრაგედია მოხდა შოვში, ასევე დიდი პრობლემა და ტრაგედია ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. მომხდარი სტიქიური უბედურების გამო დაზარალებული ოჯახების მხარდასაჭერად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 10 მილიონ ლარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„ჯამში 30 მილიონი ლარი დაიხარჯება იმისთვის, რომ არც ერთი დაზარალებული ოჯახი არ დარჩეს სახლების გარეშე“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი