ირაკლი ღარიბაშვილი შესაძლო გადაყენებასთან დაკავშირებით საუბარს დეზინფორმაციასა და უსუსურ პროვოკაციას უწოდებს
ირაკლი ღარიბაშვილი შესაძლო გადაყენებასთან დაკავშირებით საუბარს დეზინფორმაციასა და უსუსურ პროვოკაციას უწოდებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მის შესაძლო გადაყენებასთან დაკავშირებით საუბარს დეზინფორმაციასა და უსუსურ პროვოკაციას უწოდებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, „იგეგმება თუ არა არჩევნების მეორე ტურების შემდეგ მისი გადაყენება“.

„იმის მიუხედავად, რომ ეს არაერთგზის განმარტა ჩვენმა პარტიამ, ჩვენი გუნდის წარმომადგენლებმა, თქვენ მაინც რაღაც უსუსურ პროვოკაციას და დეზინფორმაციას ავრცელებთ. მაშინ გეტყვით ხუმრობით, თქვენ არ იცით, რომ მე უკვე გუშინ გადავდექი, მაგრამ იცით ეს?“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დატოვე კომენტარი