ირაკლი ღარიბაშვილი - შეგვიძლია, ერთმანეთს დავუმტკიცოთ, რომ პოლარიზების შემცირებაც და დასრულებაც შეგვიძლია, ჩვენი მხრიდან გაცხადებულია ნება, თანმხვედრი ნაბიჯი უნდა იყოს რადიკალური ოპოზიციისგან
ირაკლი ღარიბაშვილი - შეგვიძლია, ერთმანეთს დავუმტკიცოთ, რომ პოლარიზების შემცირებაც და დასრულებაც შეგვიძლია, ჩვენი მხრიდან გაცხადებულია ნება, თანმხვედრი ნაბიჯი უნდა იყოს რადიკალური ოპოზიციისგან

მადლობა კონსტრუქციულ გამომსვლელებს ოპოზიციიდან. შეგვიძლია, ერთმანეთს დავუმტკიცოთ, რომ პოლარიზების შემცირებაც და დასრულებაც შეგვიძლია. ეს მხოლოდ ჩვენს ნებაზეა დამოკიდებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთი ნება „ქართული ოცნებისგან“ გაცხადებულია და თანმხვედრი ნაბიჯი უნდა იყოს რადიკალური ოპოზიციისგან.

„ვფიქრობ, სასარგებლო იყო აქ გამართული საუბარი. სამწუხაროდ, დებატები კონსტრუქციულ რეჟიმში ვერ შედგა. მადლობა კონსტრუქციულ გამომსვლელებს ოპოზიციიდან. ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია, ერთმანეთს დავუმტკიცოთ, რომ შეგვიძლია პოლარიზების დასრულებაც, შემცირებაც. ეს მხოლოდ ჩვენს ნებაზეა დამოკიდებული. ეს ნება გაცხადებულია ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, თანმხვედრი ნაბიჯი უნდა იყოს გადმოდგმული რადიკალური ოპოზიციის მხრიდან“, – აღნიშნა პრემიერმა.