ირაკლი ღარიბაშვილი - შავ ზღვაზე საქართველოს პორტები საკმაოდ დიდია, მაგრამ შესაძლებლობები კიდევ უნდა გავზარდოთ, ამ მიზნით გვსურს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელება
ირაკლი ღარიბაშვილი - შავ ზღვაზე საქართველოს პორტები საკმაოდ დიდია, მაგრამ შესაძლებლობები კიდევ უნდა გავზარდოთ, ამ მიზნით გვსურს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე მიმდინარე დისკუსიაზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით ისაუბრა.

ღარიბაშვილის განცხადებით, პროექტთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას ბევრ პოტენციურ ინვესტორთან აქვს საუბარი.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელების მიზანი პორტებში შესაძლებლობების გაზრდაა.

„მინდა, ვახსენო საპორტო ინფრასტრუქტურა. შავ ზღვაზე საქართველოს პორტები საკმაოდ დიდია, მაგრამ კიდევ უნდა გავზარდოთ შესაძლებლობები. ამიტომ მინდა, ვახსენო ერთი კონკრეტული პროექტი – ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს მთავრობა დაიწყებს ამ პორტის მშენებლობას. 51 პროცენტი ამ ობიექტისა, ამ კონსორციუმისა იქნება საქართველოს მთავრობის მფლობელობაში, 49 პროცენტი კი გამოცხადდება საერთაშორისო ტენდერზე.

ჩვენ ამ მიმართულებით ბევრ პოტენციურ ინვესტორთან გვაქვს საუბარი. მოგახსენებთ, რატომ ვაკეთებთ ამას, რატომ გვინდა ამ პორტის მშენებლობა. პრეზიდენტმა ალიევმა ბრძანა, რომ აზერბაიჯანში პორტებში პოტენციალი არის მზარდი. ყაზახეთსაც იგივე მზარდი პოტენციალი აქვს. საქართველოს შეუძლია, 550 ტონა გაატაროს, 200 ტონაზე მეტი ბათუმში შეუძლია, გაატაროს. ეს არ არის საკმარისი. მინდა, რომ ეს პროექტი განვახორციელოთ შესაძლებლობების გაზრდის მიზნით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.