ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს ხვდება

20:09, 16.03.2021

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამ წუთებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს ხვდება.

შეხვედრის ამსახველი ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს ახალი ამბების „ტვიტერის“ გვერდზეა გამოქვეყნებული.

აღსანიშნავია, რომ ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინაც გამართა შეხვედრა შარლ მიშელთან როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში.

მსგავსი