ირაკლი ღარიბაშვილი – სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან შეხვედრაზე საუბრისას ხაზგასმით აღინიშნა ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში დღეს სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან შეხვედრის პატივი მქონდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერზე“ წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.
„მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან შეხვედრის პატივი მქონდა დღეს. საუბრისას ხაზგასმით აღინიშნა ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის არსებული დინამიური თანამშრომლობა, ეკონომიკური ურთიერთობები და თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
Had a pleasure of meeting @avucic, President of 🇷🇸 in the frames of @wef. Highlighted support to territorial integrity of our countries. Discussed dynamic co-op, economic relations and prospects for expanding collaboration 🇬🇪🇷🇸 pic.twitter.com/yGVAt17BGU
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) January 18, 2023