ირაკლი ღარიბაშვილი – სენატორების, ჯინ შაჰინისა და რობ პორტმანის საქართველოში ვიზიტი აშშ-ის ძლიერი მხარდაჭერის სიგნალია
სენატორების, ჯინ შაჰინისა და რობ პორტმანის საქართველოში ვიზიტი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერი მხარდაჭერის სიგნალია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობა, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაკავშირებული საკითხები და საქართველოს ეკონომიკის აღდგენა.
„სენატორების, ჯინ შაჰინისა და რობ პორტმანის საქართველოში ვიზიტი ატლანტის ოკეანის იქიდან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერი მხარდაჭერის სიგნალია. სენატორებთან განვიხილეთ რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობა, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაკავშირებული საკითხები და საქართველოს ეკონომიკის აღდგენა“, – აღნიშნავს საქართველოს მთავრობის მეთაური.
The visit of @SenatorShaheen & @senrobportman sends a very strong signal of support from our strategic partners from across the Atlantic 🇺🇸. We discussed the recent developments in the region, importance of Black Sea Security, NATO & 🇬🇪’s Economic recovery. pic.twitter.com/e2e4qsjU2s
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) June 3, 2021