ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ყატარის ახლად დანიშნულ ელჩს, ჰასან ბინ აჰმედ ალ-მუტავას შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ყატარის ახლად დანიშნულ ელჩს, ჰასან ბინ აჰმედ ალ-მუტავას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყატარის ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოში, ჰასან ბინ აჰმედ ალ-მუტავას შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე, მათ შორის, ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების მნიშვნელობაზე.

მათივე ინფორმაციით, საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს სხვადასხვა სფეროში. აქვე აღინიშნა ბიზნესებს შორის კავშირების გაღრმავების მნიშვნელობა. ყურადღება ასევე დაეთმო საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და ამ მიმართულებით ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას. მთავრობის მეთაურმა ყატარის ახლად დანიშნულ ელჩს წარმატებები უსურვა.

დატოვე კომენტარი