ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში იტალიის ელჩს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში იტალიის ელჩს შეხვდა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღარიბაშვილი დღეს საქართველოში იტალიის ელჩს ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებსა და სამომავლო პერსექტივებზე ისაუბრეს.

იტალიის ელჩმა ირაკლი ღარიბაშვილს ახალ პოლიტიკურ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.