ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროპული მისწრაფებები, საერთო ღირებულებები გვაერთიანებს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთგული მონაწილეები ვართ
ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროპული მისწრაფებები, საერთო ღირებულებები გვაერთიანებს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთგული მონაწილეები ვართ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

ირაკლი ღარიბაშვილი წერს, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროპული მისწრაფებები და საერთო ღირებულებები აერთიანებს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთგული მონაწილეები არიან.

„ბრიუსელში ასოცირებული ტრიოს პირველ ვიზიტს ვიწყებთ, რომლის ფარგლებშიც შეხვედრები გაიმართება ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან და  ევროპის პარლამენტის პრეზიდენტ დავიდ მარია სასოლისთან. ევროპული მისწრაფებები და საერთო ღირებულებები გვაერთიანებს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთგული მონაწილეები ვართ. ჩვენი მიზანია დავწინაურდეთ ევროკავშირთან პოლიტიკური, ეკონომიკური და დარგობრივი ინტეგრაციის გზაზე“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.