ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოს თავდაცვის ძალები ყოველდღიური შრომითა და უდიდესი პროფესიონალიზმით აძლიერებს სახელმწიფოს მოპოვებულ წარმატებებს

11:49, 26.05.2020

საქართველოს თავდაცვის ძალები ყოველდღიური შრომითა და უდიდესი პროფესიონალიზმით აძლიერებს და განამტკიცებს სახელმწიფოს მოპოვებულ წარმატებებს, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვაზიანში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, დღეს ჯარისკაცები ღირსეულად აგრძელებენ საამაყო წინაპრების მხედრულ ტრადიციას, რომელიც სამშობლოს სიყვარულს, ღირსებასა და მებრძოლ სულს ემყარება.

„თქვენ ხართ თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფოს ძლიერი საყრდენი, ამაყად და მტკიცედ იცავთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას ხილულ თუ უხილავ მტერთან ბრძოლაში. საქართველოს თავდაცვის ძალები ყოველდღიური შრომით და უდიდესი პროფესიონალიზმით აძლიერებს და განამტკიცებს სახელმწიფოს მოპოვებულ წარმატებებს. ამ გზაზე განსაკუთრებით დასაფასებელია ჩვენი დაუმარცხებელი, დაჭრილი და დაშავებული მებრძოლები, რომელთა მიმართ მზრუნველობა ჩვენი პასუხისმგებლობაა. ისინი თავიანთი ცხოვრების, ჯანმრთელობის დაზიანების მიუხედავად, აგრძელებენ ჩვენი ქვეყნის სამსახურს და დაუმრაცხებლებიან არიან ახალი გამოწვევების წინაშე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი