ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს მთავრობის სახელით, მადლობას ვუხდი წითელი ჯვრის საზოგადოების თითოეულ თანამშრომელსა და მოხალისეს ფასდაუდებელი შრომისთვის
ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს მთავრობის სახელით, მადლობას ვუხდი წითელი ჯვრის საზოგადოების თითოეულ თანამშრომელსა და მოხალისეს ფასდაუდებელი შრომისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „წითელი ჯვრისა“ და „წითელი ნახევარმთვარის“ საერთაშორისო დღეს სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ეხმაურება.

მთავრობის მეთაური საქართველოს მთავრობის სახელით, მადლობას უხდის საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების თითოეულ თანამშრომელსა და მოხალისეს მათი ფასდაუდებელი შრომისათვის.

„დღეს მთელი მსოფლიო წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

საუკუნენახევარზე მეტია ყველაზე აღიარებული ჰუმანიტარული ორგანიზაციის საქმიანობა უცვლელ პრინციპებს – ჰუმანურობასა და მიუკერძოებლობას ეფუძნება. მისი თანამშრომლები, მოხალისეები და მხარდამჭერები პირველები მიდიან ადამიანების დასახმარებლად ყველაზე რთულ მომენტებში, ყველაზე ცხელ წერტილებში.

საქართველოში წითელი ჯვრის საზოგადოება ჯერ კიდევ პირველი რესპუბლიკის პერიოდში, 1918 წელს დაარსდა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ორგანიზაციას უნიკალური წვლილი შეაქვს ქვეყანაში არსებული გამოწვევებისა და კრიზისების გადაჭრაში. განსაკუთრებით მსურს აღვნიშნო წითელი ჯვრის როლი შეიარაღებული მოქმედებებისას უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და ნეშტების ოჯახებისთვის გადაცემის საკითხში, რომელსაც იგი სახელმწიფო კომისიასთან აქტიური თანამშრომლობით ახორციელებს.

საქართველოს მთავრობის სახელით, მადლობას ვუხდი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების თითოეულ თანამშრომელსა და მოხალისეს მათი ფასდაუდებელი შრომისათვის, ვულოცავ დღევანდელ დღეს და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ”, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „სინოფარმის“ ვაქცინას ავტორიზაცია გუშინ მიანიჭა.

საქართველომ „სინოფარმის“ ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი 4 მაისს დაიწყო და ვაქცინაციაზე რეგისტრაცია 18 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის არის შესაძლებელი.

ამასთან, დღეს ცნობილი გახდა, რომ „წითელი ჯვარი“ საქართველოს 100 000 დოზა „სინოფარმს“ გადმოსცემს.

დატოვე კომენტარი