ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი მართლაც აღსანიშნავია, რადგან ვაგრძელებთ წინსვლას ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ბრიუსელში დაიწყო, – ამის შესახებ, მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
პრემიერი აღნიშნავს, რომ ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრები გაიმართება როგორც ევროკავშირში, ისე ნატო-ში.
„იწყება ჩემი ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში. მექნება შეხვედრები ბელგიის, ევროკავშირისა და ნატო-ს უმაღლესი თანამდებობის პირებთან. საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი მართლაც აღსანიშნავია, რადგან ვაგრძელებთ წინსვლას ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე. ჩვენი საბოლოო მიზანია სრული წევრობა ევროკავშირსა და ნატო-ში“, – წერს პრემიერ-მინისტრი.
My official visit is kicking off in Brussels. Will be meeting 🇧🇪,🇪🇺 & @NATO highest officials. The progress achieved by 🇬🇪 is indeed remarkable as we keep progressing on our European & Euro-Atlantic path. Our ultimate goal is full 🇪🇺 & @NATO membership.
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) March 15, 2021