ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველო განუხრელ მხარდაჭერას უდასტურებს უკრაინას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
მთავრობის მეთაური წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტთან საერთო ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები და კონფლიქტის ეფექტურად და მშვიდობიანად მოგვარების მნიშვნელობის საკითხები განიხილეს.
„შესანიშნავი შეხვედრა მქონდა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან, სადაც განვიხილეთ საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, საერთო ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები, რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები და კონფლიქტის მშვიდობიანი და ეფექტიანი მოგვარების მნიშვნელობა.
საქართველო განუხრელ მხარდაჭერას უდასტურებს უკრაინას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში “, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
Great meeting w/ @ZelenskyyUa to discuss 🇬🇪🇺🇦 strategic partnership, common European & Euro-Atlantic aspirations, regional security issues & the importance of effective peaceful conflict resolution. 🇬🇪reaffirms its unwavering support for 🇺🇦’s sovereignty & territorial integrity. pic.twitter.com/37XGBkvGjH
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) August 22, 2021