სამხედრო მოსამსახურეები დღეიდან ჯანმრთელობის დაზღვევის გაუმჯობესებული პაკეტით ისარგებლებენ
სამხედრო მოსამსახურეები დღეიდან ჯანმრთელობის დაზღვევის გაუმჯობესებული პაკეტით ისარგებლებენ

სამხედრო მოსამსახურეები დღეიდან ჯანმრთელობის დაზღვევის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პაკეტით ისარგებლებენ, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში ორხევის საავტომობილო ბაზის მონახულებისას განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, ახალი სადაზღვევო პაკეტით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სამედიცინო მომსახურების პირობები.

მისივე თქმით, სამხედრო მოსამსახურეებს შესაძლებლობა ექნებათ ანაზღაურების გაზრდილი ლიმიტითა და მრავალფეროვანი სერვისით ნებისმიერ პროვაიდერ კლინიკაში სამედიცინო მომსახურება მიიღონ.

როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, უწყებამ ჯარისკაცზე ორიენტებული განახლებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც სამხედროებსა და მათი ოჯახის წევრებზე ზრუნვას გულისხმობს, არსებითად გააუმჯობესა ჯანმრთელობის დაზღვევის პირობები.

მათივე ინფორმციით, წინა სადაზღვევო პაკეტთან შედარებით არსებულ პაკეტს დაემატა სტომატოლოგიური, ონკოლოგიური და კარდიოქირურგიული მომსახურების ქველიმიტები, გაუმჯობესდა გამონაკლის შემთხვევებში არსებული სამედიცინო მომსახურების პირობები. განახლებული პაკეტის ფარგლებში გაიზარდა მომსახურე აფთიაქების, მედიკამენტების ლიმიტებისა და ასევე დაფინანსების ლიმიტების რაოდენობა, მათ შორის სამშობიარო, გეგმურ-ამბულატორიულსა და გეგმიურ-სტაციონალურ მომსახურებაზე.