ირაკლი ღარიბაშვილი - სალომე სამადაშვილი პირადად დადიოდა ბრიუსელში და სთხოვდა, საქართველოს არ მისცეთ კანდიდატის სტატუსი, იცნობდეთ ქვეყნის მოღალატეს
ირაკლი ღარიბაშვილი - სალომე სამადაშვილი პირადად დადიოდა ბრიუსელში და სთხოვდა, საქართველოს არ მისცეთ კანდიდატის სტატუსი, იცნობდეთ ქვეყნის მოღალატეს

პარლამენტის სხდომაზე, სადაც საქართველოს მთავრობის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის მისამართით განაცხადა, რომ ის პირადად დადიოდა ბრიუსელში და სთხოვდა, საქართველოსთვის განდიდატის სტატუსი არ მიენიჭებინათ.

პრემიერმა სამადაშვილს ქვეყნის მოღალატე უწოდა.

„სალომე სამადაშვილი პირადად დადიოდა ბრიუსელში და სთხოვდა, არ მისცეთ კანდიდატის სტატუსი. იცნობდეთ ქვეყნის მოღალატეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მოსმენა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ირაკლი ღარიბაშვილს სიტყვა რამდენჯერმე გააწყვეტინეს.