ირაკლი ღარიბაშვილი - სახელმწიფოს აქვს სრული უფლება და პირიქით, ხელისუფლება არის ვალდებული, გააკონტროლოს ყველა საეჭვო ფულის ტრანზაქცია
ირაკლი ღარიბაშვილი - სახელმწიფოს აქვს სრული უფლება და პირიქით, ხელისუფლება არის ვალდებული, გააკონტროლოს ყველა საეჭვო ფულის ტრანზაქცია

სახელმწიფოს აქვს სრული უფლება და პირიქით, ხელისუფლება არის ვალდებული, გააკონტროლოს ყველა საეჭვო ფულის ტრანზაქცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ამბროლაურში განუცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, „შავი ფულის მოძრაობის საკითხებთან დაკავშირებით“ პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ჩართული არიან საერთო სისტემაში და, ღარიბაშვილის განმარტებით, „სახელმწიფო მაქსიმალურად თანამშრომლობს ამ მიმართულებით უცხოელ პარტნიორებთან“.

„მინდა, შევახსენო საზოგადოებას. თუ რაიმე კითხვა, არგუმენტი აქვს ვინმეს, განსხვავებული მოსაზრება აქვს, პარლამენტი არსებობს ამისთვის და იქ უნდა გააგრძელონ ეს დებატები. მეტსაც გეტყვით, მანამდე მე ოპოზიციის ხმა საერთოდ არ მსმენია, მას შემდეგ, რაც ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. ოპოზიცია საერთოდ ხმას ვერ იღებდა ვერაფერზე. მეორე მხრივ, რატომ მოიწყინეს ჩვენმა ოპოზიციამ ან „ენჯეოებმა“, ასეთი სალაპარაკო მივეცით, საჩუქარი გავუკეთეთ. ასე რომ, გამოიყენონ საშუალება და საკუთარი აზრი, არგუმენტები წარმოადგინონ. დაიცვან საკუთარი სიმართლე, თუ აქვთ რაიმე სიმართლე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.