ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 27 წლისთავს სამსახურის პირად შემადგენლობას, ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს ულოცავს
ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 27 წლისთავს სამსახურის პირად შემადგენლობას, ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 27 წლისთავს ულოცავს სამსახურის პირად შემადგენლობას, ხელმძღვანელებს, თითოეულ თანამშრომელსა და ვეტერანს, ყველას, ვინც ერთგულად დგას ქვეყნის უსაფრთხოების სადარაჯოზე.

მთავრობის მეთაურის მილოცვაში აღნიშნულია, რომ სპეციალური სამსახური საერთაშორისო სტანდარტების უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტად ჩამოყალიბდა, რომელსაც ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს სახელმწიფო ინტერესების დაცვასა და ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებაში.

„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 27 წლისთავს გილოცავთ სამსახურის პირად შემადგენლობას, ხელმძღვანელებს, თითოეულ თანამშრომელსა და ვეტერანს, ყველას, ვინც ერთგულად დგახართ ქვეყნის უსაფრთხოების სადარაჯოზე. ამ დღეს კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გმირულად დაღუპულ თქვენს თანამებრძოლთა ნათელ ხსოვნას.
არ არსებობს უფრო ღირსეული საქმე, ვიდრე ხალხისა და სახელმწიფოს მსახურებაა. ამ წლების განმავლობაში თითოეული თქვენგანის პროფესიონალიზმისა და თავდადების წყალობით, სპეციალური სამსახური საერთაშორისო სტანდარტების უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტად ჩამოყალიბდა, რომელსაც ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს სახელმწიფო ინტერესების დაცვასა და ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებაში. მადლობას გიხდით ქართული სახელმწიფოს მსახურებისთვის და მომავალ წარმატებებს, კეთილდღეობასა და მშვიდობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.

დატოვე კომენტარი